პენიტენციური სისტემა

პრობაციის სააგენტოს მემორანდუმი ანტინარკოტიკულ ცენტრთან

პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვის მიზნით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ანტინარკოტიკულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს განმარტებით, მემორანდუმი მიზნად ისახავს ნარკოტიკის მომხმარებელ, აგრეთვე სხავადასხვა საჭიროებების მქონე პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებში ჩართვას.

გუშინ, პარლამენტში ყოველწლიური საანგარიშო მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტი სააკაშვილი შეეხო ნარკოტიკებეზე დამოკიდებულთა პრობლემას და გამოვიდა ინიციატივით, იმ თანხის ნაწილი რაც ნარკოდამნაშავეებზე დაკისრებული ჯარიმებიდან ამოდის, ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა მკურნალობას მოხმარდეს.

 

კომენტარები