პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ კოალიციის სამოქმედო გეგმები და ამოცანები გააცნეს. შეხვედრა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში , მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა. მოგვიანებით კი ივანიშვილის პრეს-სამსახურმა გაავრცელა შეხვედრაზე, უცხოელი დიპლომატებისადმი ბიძინა ივანიშვილის მიმართვის ვიდეოჩანაწერი. ივანიშვილი მასში განმარტა თუ რა ამოცანებმა გააერთიანა ის და მისი პარტნიორები კოალიცია ”ქართულ ოცნებაში. ” ამოცანებს შორის კი ახსენა” სასამართლოს გათავისუფლება ხელისუფლების წნეხისგან”, ასევე ”მედიის გათავისუფლება წნეხისგან” , დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე ზრუნვა, განსაკუთარებული ყურადღება გაამახვილა სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი გარემოს შექმნის მიზანზე და ბოლოს თქვა, რომ მისი გუნდი არ აპირებს გავიდეს ”კანონიერების ჩარჩოებიდან.” ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია ”ქართული ოცნება” აპირებს მხოლოდ და მხოლოდ ”კანონიერი არჩენების გზით” ჩაანაცვლოს დღევანდელი ხელისუფლება.
tbl.ge/z8h
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ალასანია: ივანიშვილი ჩრდილიდან უნდა გამოვიდეს
- უსუფაშვილი: ივანიშვილს ვთხოვდი, თანამდებობა არ დაეტოვებინა
- წულუკიანს სურს, ივანიშვილი პოლიტიკიდან მდგომარეობის დალაგების შემდეგ წავიდეს
- ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
- ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე კარგ კანდიდატად ვახტანგ ხმალაძეს მიიჩნევს




