ქართული ფეხბურთი

საქართველო-ალბანეთი: ქეცბაიას რჩეულნი

29 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ალბანეთს უმასპინძლებს. მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18 საათზე დაიწყება.
ეროვნულის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დღეს იმ ფეხბურთელთა სია დაასახელა, რომლებიც ალბანეთთან მატჩისთვის მოემზადებიან. ქვეყნის პირველ გუნდში მიწვეული მოთამაშეებიდან ზესტაფონის მცველ მამუკა კობახიძეს და თბილისის დინამოს ნახევარმცველ ირაკლი ძარიას ეროვნულში არასდროს უთამაშიათ.
ჩვენი გუნდი 27 თებერვალს, ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში შეიკრიბება.
საქართველ;ოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩზე დასწრება უფასოა.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი  (კრასნოდარი, რუსეთი); გიორგი ლორია  (დინამო თბილისი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი)

მცველები: ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისპორი, თურქეთი), უჩა ლობჟანიძე  (კრივბასი, უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), აკაკი ხუბუტია (სამსუნსპორი, თურქეთი), დავით კვირკველია (ანორთოსისი, კვიპროსი), მამუკა კობახიძე (ზესტაფონი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (ლვოვის კარპატი, უკრაინა), ჯანო ანანიძე (მოსკოვის სპარტაკი, რუსეთი), სანდრო კობახიძე (კიევის არსენალი, უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი (ზესტაფონი), თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი), ლევან ყენია (შალკე 04, გერმანია), ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), ჯაბა კანკავა (კრივბასი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ოთარ მარცვალაძე (კრასნოდარი, რუსეთი), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), ლადო დვალიშვილი (პოლონია, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია)

კომენტარები