საზოგადოებრივი აზრის კვლევა

ამერიკელები ირანს აშშ -ს მთავარ მტრად მიიჩნევენ

GALLUP - ის მონაცემებით, ამერიკელები ქვეყნის მთავარ მტრად ირანს მიიჩნევენ. გასულ წელს ამერიკელების 25% ფიქრობდა რომ ირანი აშშ-ს ნომერ პირველი მტერია, წელს კი  ასეთების რიცხვი 32% - მდე გაიზარდა. ექსპერტთა აზრით,  ირანის მიმართ ამერიკელების განწყობას  ირანის ბირთვული შესაძლებლობების შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადებები და ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების საშიშროება განაპირობებს.

აშშ-ს მტრებს შორის, გამოკითხვის შედეგებით მეორე ადგილზე ჩინეთია. აშშ -ს მტრად ჩინეთი გამოკითხულთა 23 პროცენტმა დაასახელა. გავრცელებული მოსაზრებებით, ამერიკელებს ჩინეთის გლობალური ეკონომიკური გავლენა აშფოთებთ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში გაიზარდა იმ ამერიკელების რიცხვიც, რომლებიც ავღანეთს ამერიკის მნიშვნელოვან მტრად აღიქვამენ. რუსეთი კი აშშ-ს მტრად გამოკითხულთა 2% -მა დაასახელა, საერთო მონაცემებით მას მეექვსე ადგილი უჭირავს, ირანის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის და ავღანეთის შემდეგ.

 

კომენტარები