საზოგადოებრივი აზრის კვლევა

კობახიძე: ჯენტლმენობა გამოვიჩინეთ და სხვა პარტიების შედეგები არ დავდეთ

ჩვენ არ დავდეთ სხვა პარტიების შედეგები ჯენტლმენური მოსაზრებებიდან გამომდინარე. არ გვინდოდა, რაღაც სპეკულაციურ საგნად გვექცია ეს ყველაფერი. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ ის, რომ გვეჩვენებინა საერთო სურათი. საერთო სურათი კი არის ასეთი - ჩვენ შევძლებთ აუცილებლად, ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას ამ არჩევნებში. ძალიან დიდი უპირატესობით მოვუგებთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ყველაფერი დანარჩენი უკვე არის ის, რასაც გვიჩვენებს არჩევნები... არის პარტიები, რომლებსაც აქვთ ძალიან დაბალი მაჩვენებლები, არავინ არ გვინდოდა, გაგვენაწყენებინა. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარტიის შიდა კვლევებზე. მათი მტკიცებით, გამოკითხვის მიხედვით, ქართულ ოცნებას 35% აქვს, ხოლო ენმ-ს - 13%.

კომენტარები