საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთს ანტიკრიზისული პაკეტი დაუმტკიცეს

ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა  ბრიუსელში გამართულ შეხვედრზე საბერძნეთს 130 მლრდ აშშ დოლარის ანტიკრიზისული პაკეტი დაუმტკიცეს. ეს თანხა ძირითადად საბანკო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებასა და კერძო სექტორის სტიმულირებას მოხმარდება.

რამდენიმე დღით ადრე, საბერძნეთის მინისტრთა კაბინეტმა   ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნა შეასრულა და ბიუჯეტის ხარჯები მნიშვნელოვნად შეკვეცა, რაც 130 მილიარდიანი ტრანშის მიღების წინაპირობად იყო დათქმული. ამ მოთხოვნის შესასრულებლად ქვეყანას  სახელწიფო ხარჯის დამატებით  325 მილიონი  დოლარით შემცირება მოუწია. ეს ნიშნავს, რომ 2012 წელს ხელფასები და პენსიები შემცირდება, ხოლო 15 ათასი საჯარო მოხელე სამსახურის გარეშე დარჩება. რომ არა ეს მკაცრი ეკონომიკური რეფორმები, ეკონომისტების შეფასებით, საბერძნეთის ვალი 2020 წლისთვის 160% - მდე გაიზრდებოდა.

მინისრტთა კაბინეტის გადაწყვეტილების საპასუხოდ,  პარ ლა მენ ტის შე ნო ბის წინ ათა სობით ადა მი ა ნი შე იკ რი ბა, ისინი მოითხოვ დნენ - არ დამ ტ კი ცე ბუ ლი ყო  მკაც რი ფის კა ლუ რი პო ლი ტი კა.

საზოგადოებრივი პროტესტის საპასუხოდ, პრემიერ - მინისტრმა ლუკას პაპადემოსმა განმარტა, რომ პენსიების შემცირება კრიზისიდან გამოსვლისთვის, გარდაუვალია. თუმცა დასძინა, რომ ეს მხოლოდ იმ ადამიანებზე გავრცელდება  ვისი პენსიაც თვეში  1,300 ევროს აღემატება.

ინფლაციის, ბიუჯეტის დეფიციტის, სახელწიფო ვალის მაჩვენებლების, ასევე გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთისა და ვალუტის კურსის 1999 წლის  მონაცემების გათვალისწინებით, საბერძნეთი ევროკავშირის ეკონომიკურ და სავალუტო გაერთიანებაში 2000 წელს მიიღეს.  მას შემდეგ რაც ქვეყანამ ახალი მთავრობა აირჩია,  ახალი დემოკრატიის პარტიამ ქვეყნის ანგარიშები შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ ბიუჯეტის დეფიციტის სტატისტიკური მონაცემები დადგენილ 3% -იან ლიმიტს აჭარბებდა.

2009 წლის ბოლოს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის და უკონტროლო სახელწიფო ხარჯების შედეგად, საბერძნეთის ეკონომიკა, 1974 წელს დემოკრატიის აღდგენის შემდეგ,  ყველაზე მძიმე მძიმე კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.

ერთი წლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ქვეყნის მთავრობები ერთმანეთის მიყოლებით მიზანმიმართულად მალავდნენ ოფიციალურ ეკონომიკურ სტატისტიკას, რათა შეექმნათ წარმოდგენა, რომ საბერძნეთი ევროკავშირის სავალუტო გაერთიანების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.  2010 წლის მაისში ბიუჯეტის დეფიციტის გადამოწმების შედეგად  მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 13.6%  გამოვლინდა, ხოლო სახელწიფო ვალმა მშპ -ს 120% შეადგინა, რაც ასევე მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროზონის ქვეყნები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთისთვის ანტიკრიზისული პაკეტის დაუყოვნებლივ გამოყოფაზე შეთანხმდნენ, რომელმაც დამატებითი ფონდებიდან მიღებულ თანხებთან ერთად 110 მლრდ ევრო შეადგინა. დაფინანსების სანაცვლოდ,  ქვეყანას დეფიციტის გაკონტროლება და ,,ქამრების შემოჭერის’’ პოლიტიკის გატარება დაევალა. ამ ვალდებულებების შესრულებას  ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და IMF ამოწმებს.

ფინანსურ კრიზისს, განსაკუთრებით კი ბიუჯეტის შეკვეცას,  ბერძენი მოსახლეობის ქუჩებში გამოსვლა და საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვა. მთავრობის მიერ მკაცრი ფისკალური ღონისძიებების გატარების მიუხედავად  დეფიციტი არ შემცირდა, ქვეყნის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში კვლავ აგრძელებს მატებას.

საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცეულ ევროკავშირის ეკონომიკურ წარუმატებლობებზე მეტად,  მისი პოლიტიკური ნაკლოვანებები აშფოთებთ. Eurobarometer -  ის 2012 წელს 27 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოსახლეობის დაახლოებით 74% -ს  კორუფცია მთავარ პრობლემად მიაჩნია, ხოლო ევროპელების 47% ფიქრობს, რომ მათ ქვეყანაში კორუფციის დონემ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოიმატა. ევროკავშირის ქვეყნებში საბერძნეთის მთავრობას ბულგარეთის შემდეგ კორუფციასთან ბრძოლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

,,ქამრების შემოჭერა’’ საბერძნეთს კიდევ დიდხანს მოუწევს, საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი, მოსახლეობის მხოლოდ 49% სჯერა, რომ ქვეყანა ერთიანი ვალუტის შენარჩუნებას შეძლებს.

კომენტარები