საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში კვლავ პარტია სირიზამ გაიმარჯვა

independent.co.uk


საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პარტია სირიზამ გაიმარჯვა. ეს ბოლო 9 თვეში მეორე არჩევნებია. ალექსის ციპრასის თქმით, ბერძნებს რთული გზა აქვთ გასავლელი და ფინანსური კრიზისიდან გამოსვლა მხოლოდ მძიმე შრომის შედეგად მოუწევთ.

არჩევნებში პარტია სირიზამ 35%-ზე მეტი დააგროვა, კონსერვატიულმა პარტიამ ახალმა დემოკრატიამ კი - 28%. სირიზა კოალიციის ფორმირებას ნაციონალისტ დამოუკიდებელ ბერძნებთან აპირებს.

ამომრჩეველთა აქტივობა 55% იყო, ნაკლები, ვიდრე იანვრის არჩევნებში (63%).

არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც აგვისტოში სირიზამ უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები