საბერძნეთის კრიზისი

ალექსის ციპრასი კვლავ საბერძნეთის პრემიერმინისტრია

Getty Images

ალექსის ციპრასმა საბერძნეთის პრემიერმინისტრის პოსტი უკვე მეორედ დაიკავა. კონსტიტუციაზე ფიცის დადების შემდეგ, ის თავის ძველ ოფისში დაბრუნდა.

ხვალ კი საბერძნეთის კრიზისთან დაკავშრებით ციპრასი პირველ საერთაშორისო შეხვედრას ბრიუსელში გამართავს და თავის ევროპელ კოლეგებს შეხვდება.

საბერძნეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში კვლავ მემარცხენე პარტია სირიზამ გაიმარჯვა. ეს ბოლო 9 თვეში მეორე არჩევნებია. ალექსის ციპრასის თქმით, ბერძნებს რთული გზა აქვთ გასავლელი და ფინანსური კრიზისიდან გამოსვლა მხოლოდ მძიმე შრომის შედეგად მოუწევთ.

არჩევნებში პარტია სირიზამ 35%-ზე მეტი დააგროვა, კონსერვატიულმა პარტიამ ახალმა დემოკრატიამ კი - 28%. სირიზა კოალიციის ფორმირებას ნაციონალისტ დამოუკიდებელ ბერძნებთან აპირებს.

ამომრჩეველთა აქტივობა 55% იყო, ნაკლები, ვიდრე იანვრის არჩევნებში (63%).

არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც აგვისტოში სირიზამ უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები