ლატვია

ლატვიაში უარი თქვეს რუსულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებაზე

 ლატვიელებმა უარი თქვეს  რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებაზე. შაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით,  ქვეყნის მოსახლეობის 75 -მა პროცენტმა  რუსული ენისთვის  აღნიშნული სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მისცა ხმა.

რეფერენდუმი რუსულენოვანი მოძრაობის, "მშობლიური ენის" მიერ იყო ინიცირებული. მისმა  წარმომადგენლებმაც  ამომრჩეველთა საჭირო 10 %-ის ხელმოწერები შეაგროვეს. თუმცა, რეფერენდუმს "აბსურდული" უწოდა ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა. მისი თქმით, მოსახლეობა უფრო მეტად მკაცრი რეცესიიდან ქვეყნის გამოსვლაზე ღელავს.

„არ არსებობს მეორე სახელმწიფო ენის საჭიროება. ვისაც სურს, მას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ენა სახლში ან სკოლაში",- განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა, მან   გამოხატა მადლიერება  იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც  უარი  თქვეს ლატვიაში რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებაზე. 

კომენტარები