პენიტენციური სისტემა

ბათუმის და ზუგდიდის საპატიმროები დაიხურება

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა  სამინისტროს ცნობით, ბათუმის №3 და ზუგდიდის №4 საპატიმრო დაწესებულებები, სადაც პატიმრებს მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა , დაიხურება და  ისინი დაბა ლაითურის(გურია) პენიტენციური დაწესებულებით ჩანაცვლდება.

" სამინისტროს მიერ, ჯერ კიდევ 2010 წელს სრულად იდენტიფიცირებული იყო ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რა მიზნითაც დაიწყო დაბა ლაითურის პენიტენციური დაწესებულების პროექტირება, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წელს დაიწყება და რომლის ექსპლოატაციაში შესვლისთანავე დაიხურება ბათუმისა და ზუგდიდის საპატიმრო დაწესებულებები."- აღნიშნული განცხადება სამინისტრომ სახალხო დამცველის სპეციალური ჯგუფის მონიტორინგის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა. ანგარიშში კი  წერია, რომ ბათუმისა და ზუგდიდის ციხეებში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, მსჯავრდებულები იქ კანონით მინიჭებული უფლებებით ვერ სარგებლობენ. ანგარიშში აღნიშნულია ხსენებულ დაწესებულებებში გათბობის პრობლემა, ასევე წყლით უზრუნველყოფის პრობლემა, გადატვირთულობა და ასე შემდეგ.

სამინისტომ განმარტება გააკეთა ანგარიშში ნახსენებ ამ მთავარ პრობლემებზე. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა  სამინისტროს განცხადებით, წელს არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ზუგდიდისა და ბათუმის ციხეებში დამატებითი ელექტრო ქურები შეიტანეს, რამაც გათბობის პრობლემა მოხსნა.  

სახალხო დამცველის სპეციალური  ჯგუფის მონიტორინგის ანგარიში

 

კომენტარები