ივანიშვილი პოლიტიკაში

ვეფხვაძე: ივანიშვილის გუნდმაც ზურგი აქცია მოსახლეობას

” ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან ”დეპუტატი ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის სამომავლო პარტიის ერთ-ერთი სახის, არჩილ კბილაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ”არასმქონის პოლიტიკაში მისვლა საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს ატარებს.”

”ზოგადად, შეიძლება, გარკვეულ ელიტებში მართლა არსებობს სტერეოტიპი, რომ მდიდარი ადამიანების საქმეა პოლიტიკა და ვისაც ფული არ აქვს, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ფაქტია ისიც, რომ მდიდარი ადამიანები, ჩაბეტონდებიან ხოლმე რაღაც ელიტად და მათ ყოველთვის აქვთ კომუნიკაციის პრობლემა მოსახლეობის დიდ ნაწილთან.” -აღნიშნა ვეფხვაძემ ”ტაბულასთან” საუბრისას. მისი აზრით, სააკაშვილის ხელისუფლებამ ზურგი შეაქცია მოსახლეობას და ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებსაც მოსახლების ყოფას სასიკეთოდ არ დატყობია. დეპუტატის სიტყვებით:”მეორე მხრივ გამოჩნდა გუნდი, რომელიც ამბობს: საქართველოს ჩვეულებრივო მოქალაქევ, შენ თუ იღებ 500-1000 ლარს, პოლიტიკაში არაფერი გესაქმება. ეს შენი საქმე არაა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს 1-2 მილიონი, ამ კაცს კი მილიარდები.” ”როცა კაცს 6 მილიარდი გაქვს, მოსახლეობის 95 -99 პროცენტი მისი თვალსაწიერიდან უქონელია. ივანიშვილის გუნდიც ზურგს აქცევს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ მოსახლეობასაც ადეკვატური დამოკიდებულება ექნება მის მიმართ. მგონი, პოლიტიკა სწორედ ჩვენი მოსახლეობის საქმეა, იმიტომ, რომ პოლიტიკის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში ზუსტად ნიშნავს დემოკრატიის შექმნას, ხალხის მმართველობას და ერთი ადამიანის, რომელსაც 6 მილიარდი აქვს.” -აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

”არასმქონის მოსვლა პოლიტიკაში საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს ატარებს, პოლიტიკაში იმ ასაკში უნდა მივიდეს ადამიანი, როდესაც მისი სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახულია, ანუ მოწიფულ ასაკში, როდესაც ადამიანს შეუძლია, სრულად გააცნობიეროს ის რეალობა, რომელიც მის წინაშეა. როცა ამ სიტყვებს ვამბობ, 40 წლისა ვარ, მყავს მეუღლე და სამი შვილი, ადვოკატის პროფესიით 18 წელიწადია, ვმუშაობ, მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული მატერიალური გარესამყარო მაქვს . მე მოვდივარ აქ, რადგან დასაკარგი მაქვს, ამას ჩამოვდივარ ფსონად და ამან უნდა განაპირობოს ჩემი პასუხისმგებლობა. თუმცა ჩემი დასაკარგი რა მოსატანია იმასთან მიმართებაში, რაც ბატონმა ბიძინამ გაიღო და ფსონად ჩამოვიდა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა გუშინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სამომავლო პარტიის საინიციატივო ჯგუფი წარუდგინა.

 

კომენტარები