პირველად იუხო კუსტი პაასიკივის მმართველობის შემდეგ (1946-56 წწ.), ფინეთის ხელისუფლებაში კონსერვატიული ძალის წარმომადგენელი მოვიდა. პროფესიით იურისტ, 63 წლის პრეზიდენტს სახელმწიფო აპარატში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. 1977 წელს ის მშობლიური ქალაქის, სალოსის, საბჭოში აირჩიეს. 10 წლის შემდეგ ფინეთის პარლამენტის წევრი გახდა. 1995-96 წლებში იუსტიციის მინისტრის, ხოლო 1996-2003 წლებში ფინანსთა მინისტრის პოსტი ეკავა. შემდეგ ევროპული საინვესტიციო ბანკის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 2006 წელს ნიინისტომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მეორე ტურში ადგილი ტარია ხალონენს დაუთმო.
ევროკავშირში არსებული კრიზისი დღითი დღე მწვავდება. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ამ საკითხთან დაკავშირებულ პოზიციას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ფინეთი ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელიც ევროზონას თავიდანვე შეუერთდა. მაშინ ფინანსთა მინისტრი ნიინისტო იყო. ფინეთს ევროზონის ქვეყნებში AAA რეიტინგი გააჩნია და 17 ქვეყანას შორის, ფისკალური თვალსაზრისით, ყველაზე სტაბილურია. ნიინისტო ევროოპტიმისტის პოზიციას თავგამოდებით იცავდა. ის ფინეთის
პრეზიდენტის პარტიამ გასული წლის აპრილში საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ახლა ფართო სახელისუფლებო კოალიცია გააჩნია, რომელშიც სოციალ-დემოკრატებიც გაერთიანდნენ. ბევრი ფინელი მიიჩნევს, რომ ნიინისტოს, ევროკავშირის ერთიან სავალუტო პოლიტიკაში, ფინეთის ინტერესების დაცვა შეუძლია.
ევროოპტიმისტი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების მომხრედაც გამოდის. „ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს დიდ მეზობელ – რუსეთთან. ვფიქრობ, რომ ჩვენ მაქსიმალურად პრაგმატულები უნდა ვიყოთ. ფინეთში ძალიან ბევრი რუსი ტურისტია, ასევე ბევრ ფინელს რუსეთში საქმიანი ინტერესები და ბიზნესი აქვს. ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ურთიერთობები უპრობლემოდ განვითარდეს”, – განაცხადა ნიინისტომ. რუსეთში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მან აღნიშნა, რომ ის დარღვევებით და ფალსიფიცირებით ტარდებოდა. მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დადებითად შეაფასა – „ეს განვითარებადი დემოკრატიის სიმბოლოა”.
ფინეთის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 1 მარტს შედგება.