ისრაელი-ირანი

ისრაელი ტაილანდში მომხდარ აფეთქებებში ირანს ადანაშაულებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, რომ ტაილანდში მომხდარი აფეთქებების უკან ირანის ხელისუფლება დგას. ბარაკმა ხაზი გაუსვა, რომ ირანი და მისი უახლოესი მოკავშირე ჰესბოლა, მსფლიოსთვის საშიშროებას წარმოადგენს.

სამშაბათს, ბანგკოკში მომხდარი აფეთქებების  შედეგად  რამდენიმე  ადამიანი დაიჭრა,  დაკავებულია ირანის მოქალაქე. 

ორშაბათს  აღინიშნა თადასხმები ისრაელის დიპლომატიური სამსახურების თანამშრომლებზე ნიუ დელისა და თბილისში. თბილისში სამართალდამცველებმა დროულად გააუვნებელყვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაზე. ისრაელმა ამ ფაქტების გამოც ირანს დასდო ბრალი.

 

კომენტარები