ისრაელი-ირანი

ისრაელი:თბილისსა და ნიუ დელიში საელჩოებზე თავდასხმების უკან ირანია

 ნიუ დელიში ისრაელის საელჩოს კუთვნილი ავტომანქანის აფეთქებაში და თბილისში,  საელჩოს თანამშრომლის მანქანის აფეთქების მცდელობაში ისრაელი ირანს ადანაშაულებს.  ბიბისი-ს ცნობით,  ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ  ამ ყველაფრის უკან ირანი დგას. 

 შეგახსენებთ, ისრაელის თანახმად მისი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურები ინდოეთსა  და საქართველოში თავდასხმის სამიზნედ იქცნენ. ნიუ დელიში   აფეთქების შედეგად  დაშავდა ისრაელის საელჩოს თანამშრომელი. გავრცელებული ცნობებით, ნიუ დელში, აფეთქების მომენტში   ისრაელის საელჩოს კუთვნილი ავტომანქანა  საელჩოს წინ იდგა.  რაც  შეეხება თბილისს,    ისრაელის საელჩოს  თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის  ავტომანქანაში ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილების გაუვნებელყოფა სამართალდამცველებმა დროულად  შეძლეს.

 

კომენტარები