ივანიშვილი პოლიტიკაში

15 თებერვალს ივანიშვილი პარტიის საინიციატივო ჯგუფს წარადგენს

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფს 15 თებერვალს წარადგენს, ამის შესახებ დღეს ”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ოფისში გამართულ ორშაბათის ბრიფინგზე მან  განმარტა , რომ დაახლოებით 20 პირისგან შემდგარ  საინიციატივო ჯგუფს საზოგადოებას პირადად ბიძინა ივანიშვილი წარუდგენს.

"მათ შორის არიან, როგორც აკადემიური წრეების წარმომადგნელბი, ასევე - ექსპერტები, უფლებადამცველები, იურისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები სახელოვნებო თუ ჟურნალისტთა წრეებიდან, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველები. აბსოლუტურად დაცულია ასაკობრივი და გენდერული ბალანსი. მათ ნაწილს საზოგადოება იცნობს, თუმცა 15-დან ახალ ამპლუაში გაიცნობს", -  აღნიშნა  ”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა . მისი მინიშნებით,   ლაპარაკია საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებზე, თუმცა ისინი აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილან.

კომენტარები