ჭადრაკი

ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკის წარმატება რუსეთში

ქართველმა ნინო ბაციაშვილმა მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ტურნირ „Moscow Open 2012“- ზე სტუდენტ მოჭადრაკეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა. მან ცხრა ტურის განმავლობაში შვიდი ქულის მოგროვება შეძლო და კონკურენტს, ბელარუს ნასტასია ზიაზულკინას 0.5 ქულით გაუსწრო.

დასკვნით ტურში ნინომ შავი ფიგურებით რუსი დინა დროზდოვა დაამარცხა. მთლიანობაში კი ქართველმა გოგონამ ხუთი გამარჯვება და ოთხი ყაიმი დააფიქსირა.

ვაჟებში შვიდი ქულით პირველი ადგილი დაიკავა 17 წლის უკრაინელმა იაროსლავ ჟერებუხმა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორი ბაადურ ჯობავა უწევს კონსულტაციებს.

 

კომენტარები