კოალიციაში, რომლის ფორმირებასაც ბიძინა ივანიშვილი გეგმავს, თავისუფალ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებთან ერთად ეროვნული ფორუმიც გაერთიანდება.
ბიძინა ივანიშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა კახა შარტავამ განაცხადა, რომ კოალიციას აქვს სურვილი ეროვნული ფორუმი მისი წევრი გახდეს და ფორუმშიც არის შესაბამისი განწყობა. შარტავამ განმარტა ისიც, რომ კოალიციის ოფიციალურად გაფორმებამდე, საზოგადოებას იმ პარტიის საინიციატივო ჯგუფი უნდა წარედგინოს, რომელსაც ივანიშვილი და მისი თანამოაზრეები ქმნიან.
”მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ეროვნული ფორუმი შემოუერთდება კოალიციას, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში გამოცხადდება.”- აღნიშნა თავისუფალი-დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.




