კულტურის სამინისტრო

ჟურნალი ”მუსიკა” მეოთხე ნომრის პრეზენტაციას მართავს

24 იანვარს, 16:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, გაიმართება საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალის „მუსიკა“ სარედაქციო ჯგუფის დაჯილდოების ცერემონია, ასევე ჟურნალის მეოთხე ნომრის პრეზენტაცია.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილი.

პრეზენტაციაზე დაუკრავს სიმებიანი კვარტეტი გია ხაინდრავას, თამარ ბულიას, ირაკლი ჯაფარიძის და გიორგი ჯორჯაძის შემადგენლობით, რომლებიც ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საკვარტეტო ნაწარმოებებს შეასრულებენ.

2010 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხადრაჭერით გამოიცემა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი „მუსიკა“, რომელიც ასახავს საქართველოს პროფესიულ მუსიკალურ ცხოვრებას, მის ყოველდღიურობას, მიღწევებს და პრობლემებს.

ჟურნალი არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისის მუსიკალური ცხოვრებით , სპეციალური რუბრიკით - „რეგიონები“- მასში იბეჭდება საქართველოს რეგიონების მუსიკალური ცხოვრების ამსახველი მასალები.

 

კომენტარები