ოკუპირებული ტერიტორიები

საქართველო მოითხოვს იუნესკოს ყურადღებას ქართულ ძეგლებთან მიმართებით

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე  იუნესკოს გენერალური დირექტორის გამოსვლისას, საქართველოს დელეგაცია მოითხოვს  იუნესკოს ექსპერტები დაინტერესდნენ  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ძეგლების მდგომარეობით . ”ძეგლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე მდგომარეობაშია, იქ დაწყებული რესტავრაციის პროცესი კი შლის იდენტონის კვალს”,- აცხადებს დეპუტატი ქრისტიან-დემოკრატებიდან მაგდა ანიკაშვილი. მისივე თქმით,  საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში მოითხოვს იუნესკომ შეისწავლოს ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მდგომარეობა.  სტრასბურგში დღეს გაიხსნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია.

ქართული ისტორიული ძეგლების   პრობლემაზე თბილისში , საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემაც ისაუბრა. ტრადიციულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის იუნესკოს , საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებაზე შემსწავლელი მისიის  გამოგზავნის თხოვნით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ექსპერტების მიერ ძეგლების ვრცელი ნუსხის შემუშავებისთვის, რათა "იუნესკოს" დელეგაციის ჩამოსვლის შემთხვევაში, საქართველოს მზად ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია.  კალანდაძის თქმით, არსებობს საშიშროება იმისა, რომ "იუნესკოს" მისიას ( აფხაზეთში ჩასვლის შემთხვევაში) ადგილზე არაობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ.

გავრცელებული ცნობებით, აფხაზეთში აღარ არსებობს ბაგრატ მესამის ერთადერთი გამოსახულება ბედიის ტაძარში, ქართული კვალი მიზანმიმართულად წაშალეს ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ვანდალიზმის ფაქტებია დაფიქსირებული სვინომ კანანელის, დრანდის და გაგრის ეკლესიებში.

 

კომენტარები