მეცნიერება

თსუ-მ სამეცნიერო ჟურნალი გამოსცა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.

ჟურნალი „თსუ მეცნიერება“   სამეცნიერო–პოპულარული ჟურნალია და  საერთაშორისო მნიშვნელობის სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების კვლევებზე გვიამბობს, მაგალითად:  ქართველი მეცნიერების წვლილზე ცერნის ( ატომური ფიზიკის  ევროპული ცენტრის) კვლევებში, ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე, იმაზეც, რომ ვეფხისტყაოსანი, როგორც სიუჟეტური წყარო, მე-17-ე საუკუნეში,  ინგლისში, შექსპირის თეატრში გამოუყენებიათ. ჟურნალის პირველი ნომერი მკითხველს ასევე  მოუთხრობს ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ,  საქართველოში  შიდსის პრობლემაზე  და ასე შემდეგ.

ჟურნალი თსუ მეცნიერება წელიწადში ორჯერ გამოიცემა და მასში საქარველოში, კერძოდ, თსუ-ში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შესახებ იქნება საუბარი.

 

კომენტარები