ახალი პროექტები

სააკაშვილი: 2008 წლის ომის შემდეგ რუსთავში 5 ქარხანა გაიხსნა

მიხეილ სააკაშვილი რუსთავში საცურაო აუზის სარებილიტაციო სამუშაოებს გაეცნო . მან ახალი , სამვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაც დაათვალიერა.

რუსთაველებს ახალი სპორტული კომპლექსი, საცურაო აუზით,  მაისიდან მოემსახურება. კომპლექსი 3 500 ჰექტარ ფართობზე შენდება. რაც შეეხება სასტუმროს, ის 70 ნომერზე იქნება გათვლილი.  სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „გრანდ ვეჯინი“ აწარმოებს.

 მშენებარე ობიექტების დათვალიერების შემდეგ სააკაშვილი რუსთაველებს შეხვდა და მათ ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობაზე ესაუბრა.

"2008 წელს, როდესაც ჩვენმა მტერმა გადაწყვიტა, რომ საქართველო დამთავრდა, ომის  შემდეგ რუსთავში გაიხსნა 5 ქარხანა, ერთი დიდი სავაჭრო კომპლექსი - მანქანების ბაზრობა და სხვადასხვა.  შეიქმნა 15 000 სტაბილური და 5 000 სეზონური სამსახური. თუ გვინდა, გადავრჩეთ ამ გარემოში, 2-ჯერ მეტი ზრდა უნდა გვქონდეს, ვიდრე - რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნავთობი და გაზი აქვთ“.- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები