Freedom House

Freedom House: საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალია

საქართველო, Freedom House-ს მიხედვით, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. ქულები პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში საქართველოს, წინა წლის ანგარიშის მსგავსად, კვლავ 4 და 3 აქვს.

Freedom House მსოფლიოში თავისუფლებას 195 სახელმწიფოსა და რამდენიმე "სადაო ტერიტორიაზე"  იკვლევს,  მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით. თითოეულ ქვეყანასა და ტერიტორიას, შეიძლება, მიენიჭოს შემდეგი სტატუსი: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. ქულები  1-7- მდე შკალაზე ნაწილდება. 1 საუკეთესო მაჩვენებელია, 7 - ყველაზე უარესი.

Freedom House "სადაო ტერიტორიებად" მოიხსენიებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს -  მან  სამხრეთ ოსეთს არათავისუფალის, ხოლო აფხაზეთს ნაწილობრივ თავისუფალის სტატუსი  მიანიჭა. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანსა და რუსეთს არათავისუფალის სტატუსი აქვთ, სომხეთსა და თურქეთს კი - ნაწილობრივ თავისუფალის.

 

კომენტარები