ოკუპაცია

მედვედევმა ანქვაბს ახალი წელი მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მეთაურს ახალი წელი მიულოცა. ალექსანდრ ანქვაბისადმი მისალოც მის გზავნილში ნათქვამია, რომ რუსეთი მომავალშიც გაუწევს მრავალმხრივ დახმარებას მოძმე აფხაზ ხალხს და გვერდში ედგება მას „ დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს“ გამყარების საქმეში. მედვედევი აღნიშნავს, რომ რუსეთი კვლავაც დაეხმარება მოკავშირეებს,  კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ამოცანების გადაწყვეტაში.

კომენტარები