ვენესუელა

ობამას ადმინისტრაციამ ჩავესის განცხადებას სამარცხვინო უწოდა

ობამას ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის განცხადება დაგმო.

ჩავესის თქმით, ლათინური ამერიკის ლიდერებში კიბოს გავრცელებული შემთხვევების უკან შესაძლოა ამერიკა იდგეს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჩავესის კომენტარი ,,საშინელი’’ და ,,სამარცხვინოა." სპიკერმა ვიქტორია ნულანდმა თქვა, რომ ეს განცხადება შემდგომი რეაგირებას არ იმსახურებს.

ჩავესი უკვე დიდი ხანია ამერიკის მთავრობას მის წინააღმდეგ შეთქმულებაში სდებს ბრალს. მაგრამ ამ კვირაში იგი ბრალდებების საზღვრებს გასცდა - მან "ძალიან უცნაური" უწოდა იმ  ფაქტს, რომ ვენესუელას, ბრაზილიის, არგენტინისა და პარაგვაის ლიდერებს კიბოსთან უწევთ ბრძოლა. ჩავესმა დასძინა, რომ იგი ამერიკას არ ადანაშაულებს, რადგან არავითარი მტკიცებულება არ გააჩნია. თუმცა, მისი თქმით, გასაკვირი არ იქნება თუ აღმოჩნდება, რომ აშშ-მ ფარულად კიბოს გამომწვევი ტექნოლოგია შექმნა.

 

კომენტარები