სირია

არაბთა ლიგის დამკვირვებლთა მისია ამოქმედდა

სირიაში არაბთა ლიგის ორმოცდაათკაციანი სადამკვირვებლო მისია საქმიანობას შეუდგა. ის ძალადობის წინააღმდეგ მიმართული რეგიონალური გეგმის შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს.

დამკვირვებლები პირველად ქალაქ ჰომსში ჩავიდნენ, სადაც აქტივისტების თქმით, უშიშროების სამსახურებმა ორშაბათს 30 ადამიანი მოკლეს, ხოლო მოგვიანებით ქალაქიდან ტანკები გაიყვანეს.

გაეროს მონაცემებით, ანტისამთავრობო გამოსვლების დარბევას ხუთი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

პრეზიდენტ ბაშარ ალ - ასადის წინააღმდეგ გამოსვლები მარტში დაიწყო. სირიის მთავრობა აცხადებს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს ებრძვის და ამ ბრძოლაში უშიშროების სამსახურების ასობით თანამშრომელი დაიღუპა.

 

 

კომენტარები