ჯანდაცვა

სამედიცინო მედიაციის სამსახურის უფლებამოსილებები

ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სამედიცინო დაწესებულებებს, სადაზღვევო ორგანიზაციებსა და პაციენტებს შორის არსებულ დავებს სამედიცინო მედიაციის სამსახური დაარეგულირებს. სამსახური სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულირების სააგენტოსა და ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურის გაერთიანების საფუძველზე იქმნება. სახელმწიფო კონტროლს კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გაუწევს.

დამატება შევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსშიც, რომელიც მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, სასამართლოს მონაწილეობის საკითხს განსაზღვრავს. იმ შემთხვევაში თუ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაზღვევო ორგანიზაციებსა და პაციენტებს შორის ხელშეკრულება ან შეთანხმება არსებობს, დავების განხილვისას, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოდ ჩაითვლება. მხარეთა შორის ხელშეკრულების ან შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში კი სამსახურის მიერ მიღებულ გადწყვეტილებას სარეკომენდაციო ხასიათი ექნება და მხარეებს უფლება ექნებათ დავის გადასაწყვეტად სასამართლოს მიმართონ.

 

 

კომენტარები