საბანკო სექტორი

ეროვნული ბანკის გაზრდილი უფლებამოსილებები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანით პარლამენტმა ეროვნულ ბანკს უფლებამოსილება გაუზარდა. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლება ექნება მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირებისგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის კონფიდენციალური). ამას გარდა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შემცირების მიზნით, ეროვნულ ბანკს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის უფლებაც მიენიჭა.

კომენტარები