2011 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8.259 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 37%-ით გაიზარდა. აქედან, ექსპორტმა 1.936 მილიონი აშშ დოლარი (40 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა – 6.323 მილიონი აშშ დოლარი (36 პროცენტით მეტი) შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა დსთ-ს და ევროკავშირის ქვეყნებთანაც გაიზარდა, შესაბამისად, 36% და 41%-ით. 2011 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2.665 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებთან - 2.194 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად კვლავ თურქეთი (1.351 მილიონი აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (897 მილიონი აშშ დოლარი) და უკრაინა (769 მილიონი აშშ დოლარი) რჩება. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი კვლავ ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის იმპორტმა მთელი იმპორტის 13% შეადგინა. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 7%-ით, მესამეზე კი - ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფი.
tbl.ge/n0n
დაკოპირდა




