საერთაშორისო გამოცემამ - BusinessNewEurope (BNE) - პოსტსაბჭოთა სივრცის TOP-200 ბანკის რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში ორი ქართული ბანკი – საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი მოხვდა. საქართველოს ბანკი რეიტინგში მეოთხომოცეა. 2011 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკის აქტივების მოცულობა 2.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. თიბისი ბანკმა რეიტინგში 104–ე ადგილი დაიმსახურა. თიბისი ბანკის აქტივების მოცულობა 1.8 მილიარდი აშშ დოლარია. რეიტინგის პირველი ათეული მთლიანად რუსულმა ბანკებმა დააკომპლექტეს. პირველი ადგილი სბერბანკს ერგო. მისი აქტივები 2011 წლის 9 თვის მდგომარეობით, 290.7 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. რეიტინგში რუსული ბანკების გარდა 33 უკრაინული, 16 ყაზახური, 7 ბელარუსული და 5 აზერბაიჯანული ბანკიც მოხვდა. BNE რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს. საქართველოში მისი პარტნიორია -ჯორჯიან ბიზნეს&პოლითიქალ ინსაით (BPI.ge).
tbl.ge/sqa
დაკოპირდა




