ახალი წელი

თბილისის მერიის საახალწლო პროგრამა

25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით თბილისის მერიის ორგანიზებით მთაწმინდისა და გლდანის პარკში, ტაბიძის ქუჩაზე და ვარკეთილის I მიკრორაიონის სკვერში საახალწლო სოფლები მოეწყობა. ტრადიციულ საახალწლო სოფლებში დაიდგმება სცენები, სადაც ყოველ საღამოს სხვადასხვა მომღერლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება.

31 დეკემბერს აღმაშენებლის გამზირზე დილის 12 საათიდან სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებები მოეწყობა - ზღაპრული გემი, თოვლის ბაბუა და სანტა-კლაუსი, საცირკო ხელოვნების და პანტომიმის თეატრის ,  თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა თეატრების წარმოდგენები, ე.მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტები, აგრეთვე  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ვ. აბაშიძის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის წარმოდგენები, “რეტრო-ბენდის, “ბრას-კვარტეტის”, “ბასტი-ბუბუს” კონცერტები, ილუზიონისტების შოუ, “ნევერლენდის” ზღაპრის სახლის მსვლელობა.

ღონისძიება დასრულდება საახალწლო გალა-კონცერტით, რომელიც გაიმართება 23;00 საათზე მარჯანიშვილის მოედანზე. შესრულდება სხვადასხვა დროის ქართული ჰიტების განახლებული ვერსიები

 

საახალწლო სოფლები

25 დეკემბერი, მთაწმინდის პარკი

დას. 12:00 სთ

 

26 დეკემბერი, გლდანის პარკი

დას. 18:00სთ

 

27 დეკემბერი, ვარკეთილის I მიკრორაიონის სკვერი

დას. 18:00 სთ

 

28 დეკემბერი, ტაბიძის ქუჩა – ბენდების კონცერტი ცოცხალი შესრულებით

დას. 18:00 სთ

 

29 დეკემბერი, გლდანის პარკი – როკ-კონცერტი ცოცხალი შესრულებით

 

2 იანვარი, 2012 წელი, მთაწმინდის პარკი

დას. 18:00 სთ

 

3 იანვარი, 2012 წელი, გლდანის პარკი

დას. 18:00 სთ

 

4 იანვარი, 2012 წელი, ვარკეთილის I მიკრორაიონის სკვერი

დას.18:00 სთ

 

5 იანვარი, ტაბიძის ქუჩა - ბენდების კონცერტი ცოცხალი შესრულებით

დას. 18:00 სთ

 

5 იანვარი, გლდანის პარკი – ბაკურ ბურდულის ბენდის კონცერტი ცოცხალი შესრულებით

 

კომენტარები