ჯანმრთელობა

საფრანგეთის მთავრობა ქალებს სილიკონის მოშორებას ურჩევს

საფრანგეთის მთავრობა 30 000 ქალს ურჩევს, მკერდის საეჭვო წარმოშობის იმპლანტები მოიშორონ.

საქმე კომპანია PIP -ის მიერ დამზადებულ იმპლანტებს ეხება. მედიკოსები ეჭვობენ, რომ ისინი ჯანმრთელობისთვის საშიშია. საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ჯერჯერობით არ არსებობს გარემოებები, რომლებიც PIP -ის სილიკონსა და კიბოს შორის უშუალო კავშირს დაადასტურებდა. მათი მოშორება პრევენციული ზომაა.

იმპლანტების მოშორების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, ასევე ახალი იმპლანტების გაკეთების ხარჯებს იმ ქალებისთვის, ვინც სილიკონის მოხმარება სამედიცინო მიზეზებით გაკეთებული ოპერაციის შემდეგ გადაწყვიტა.

40 000-მდე ქალს აქვს მკერდში PIP -ის სილიკონი ბრიტანეთშიც, თუმცა, მტკიცებულებების არ არსებობის გამო, ინგლისის მთავრობა ფინანსურ ვალდებულებებს საკუთარ თავზე არ იღებს.

PIP -ის მიერ დამზადებულ იმპლანტანტების გამოყენება ჯერ კიდევ გასულ წელს აიკრძალა - მას შემდეგ, რაც კომპანია არასამედიცინო სილიკონის გელის გამოყენებაში ამხილეს. უკანასკნელი 12 წლის მანძილზე 65 ქვეყანაში PIP-ის მიერ დამზადებული 300 000-ზე მეტი იმპლანტია გაშვებული. ექსპორტის ნახევარზე მეტი სამხრეთ ამერიკაზე მოდის. გასაღების რიგით მეორე ბაზარი დასავლეთ ევროპაა.

 

კომენტარები