მეცნიერება

ქართველი მეცნიერი დავით ლორთქიფანიძე ევროპის აკადემიის წევრად აირჩიეს

დავით ლორთქიფანიძე არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური აკადემიის, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის, მეცნიერებისა და ხელოვნების ევროპული აკადემიის წევრი.

 რამდენიმე წლის წინ დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობისას ჯგუფმა დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა უძველესი ადამიანისმაგვარი არსების თავის ქალა, რომელსაც homo erectus-ის წინაპრად მიიჩნევენ და დროებით Homo georgicus უწოდეს.

 ევროპის აკადემია მოქმედებს ევროკომიასიასთან მჭიდრო თანამშრომლობით და აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს. დღემდე მისი წევრი საქართველოდან მხოლოდ აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე იყო. ევროპის აკადემიის წევრთა რაოდენობა დღეს დაახლოებით 2300 აღწევს.

კომენტარები