ოკუპირებული ტერიტორიები

გრიგორი კარასინმა სოხუმში შეხვედრები გამართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი, 19-20 დეკემბერს აფხაზეთში იმყოფებოდა. მან სოხუმში რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ალექსანდრე ანქვაბთან. ამას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი გვამცნობს.

სამინისტროს ინფორმაციით, იმსჯელეს როგორც რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე ”ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ურთიერთქმედების განმტკიცების ამოცანების კონტექსტში”.

ოთხი დღის წინ სოხუმში იმყოფებოდა ნიკოლაი პატრუშევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი.

 

 

კომენტარები