70 წლის ასაკში კაბო-ვერდეში სახელგანთქმული მომღერალი სეზარია ევორა გარდაიცვლა. რამდენიმე გრემის მფლობელმა მომღერალმა 3 თვის წინ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასრულებდა მუსიკალურ კარიერას. ბოლო წლებში სეზარია ევორას რამდენიმე ქირურგიული ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. 2010 წელს მას გულის ღია ოპერაცია ჩაუტარდა.
„ მე არ მაქვს ძალა, არც ენერგია“- უთხრა მომღერალმა ფრანგულ გაზეთს მაშინ და დასძინა :" მინდა გადასცეთ ჩემს თაყვანისმცემლებს, მაპატიეთ, მაგრამ დროა დავისვენო. უაღრესად განვიცდი ავადმყოფობის გამო წასვლას. ბედნიერი ვიქნებოდი , რომ შემეძლოს, კიდევ მოგანიჭოთ სიხარული, რასაც დიდი ხნის მანძილზე ჩემი შემოქმედებით ვაკეთებდი.“
სეზარია ევორას საყოველთაო აღიარება 1992 წელს ჩაწერილმა ალბომმა მოუტანა, სახელწოდებით Miss Perfumado. ევორას „ფეხშიშველა დივა“ უწოდეს სცენაზე ფეხშიშველა გამოჩენის ჩვევის გამო.




