მუსიკა

“ბრავო რექორდსის” პირველი პროექტი – თამთა ცხვიტავა

დღეს “ბრავო რექორდსში” ჟურნალისტებს შემსრულებელი თამთა ცხვიტავა წარუდგინეს.
ხმის ჩამწერი კომპანიის მუსიკალურმა პროდიუსერმა თამთა ერთ-ერთ კლუბში აღმოაჩინა, რომელშიც იგი მღეროდა, “ბრავო რექორდს” დიდხანს არ უფიქრია და თავის პირველ პეოექტად სწორედ თამთა ცხვიტავა აირჩია.
ხმის ჩამწერმა კომპანიამ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა მომღერალთან. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც საზოგადოებისთვის უცნობი მომღერლის პრომოუშენი, დასავლეთის ქვეყნების მუსიკალურ ინდუსტრიაში დამკვიდრებული სთანდართების და წესების შესაბამისად შედგება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მუსიკალური ბიზნესის განვითარებას. 
ხმის ჩამწერი კომპანიის წარმომადგენლების თქმიტ, თამთას ხმის ტემბრი და მუსიკალური ინერტულობა სრულიად მკაპიო და ყველასგან განსხვავებულია, ამიტომ მისი სასიმღერო ქარიზმა და საშემსრულებლო მანერა ნამდვილი აღმოჩენა იქნება მსმენელისთვის.
“ბრავო რექორდსმა” თანმიმდევრულად ახორციელებს ყველა ნაბიჯს: რეპერტუარის შერჩევა, მომღერლის იმიჯზე მუშაობა, საავტორო უფლებების მოწესრიგება, პრომოუშენი და სარეკლამო კამპანია, ვიდეოკლიპის გადაღება, ალბომის ჩაწერა, გამოცემა და დისტრიბუცია.
თამთა ცხვიტავას სადებიუტო ალბომი “დასაწყისი” გაყიდვაში 2012 წლის იანვარში გამოვა, მანამდე კი მისი პრეზენტაცია 23 დეკემბერს, სამეფო უბნის ტეათრში სოლო კონცერტის სახით გაიმართება. ალბომში ძირითადად შესულია სპეციალურად, თამთასთვის შექმნილი ახალი, ჟანრობრივად მრავალფეროვანი სიმღერები, ასევე რამდენიმე უცხოური სინგლის СOVER-ი, ალბომში ასევე არის ერთ-ერთი სიმღერის კარაოკე ვერსია. “დასაწყისში” 12 სიმღერაა შესული.
სადებიუტო ალბომზე მუშაობდნენ ცნობილი მოწვეული მუსიკოსები და კომპოზიტორები: თამაზ ყურაშვილი, ჭაბუკა ამირანაშვილი, გიგი ვანდერი, ქართული ხმები, ვაჟა მანია, მარიკო ებრალიდძე, ზურა მოსიავა, ზურა რამიშვილი, ირინა მირიანაშვილი, ლევან კემულარია, სულიკო ღაღაშვილი, ლაშა თოფურია, სიბა ჩიხლაძე, ჯუმბერ ამანათაშვილი, ნანა ჭანტურია, დავით არჩვაძე, ნინო ბერიანიძე, ანა ქასრაშვილი, მანანა გურგენიძე და ნანა ცინცაძე.
ალბომის არანჟირება ეკუთვნის: მამუკა (პეკე) ბეგაშვილს, ალექსანდრე ბერძენიშვილს, ზვიად ბოლქვაძეს, ზურა მახნიაშვილს და დავით უგრეხელიძეს.
პროექტი “ბრავო რექორდსის” და “კავკასუს ონლაინის” პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის პირველ პროექტს წარმოადგენს.  

კომენტარები