პრეზიდენტის ვიზიტი

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტ პოლონეთს სტუმრობს. ის ვარშავაში „ევროპის განვითარების დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ღონისძიებები წელს ევროკომისიისა და პოლონეთის წარმომადგენლობის ორგანიზებით 15-16 დეკემბერს იმართება და ძირითადად დემოკრატიასა და განვითარებას შორის კავშირს, ადამიანის უფლებების საკითხებს, ასევე განვითარების მიზნით ევროკავშირის თანამშრომლობის ახალ მიდგომას შეეხება.

„ევროპის განვითარების დღეებში“ მსოფლიო ლიდერები და მაღალი რანგის პოლიტიკოსები მონაწილეობენ.

 

კომენტარები