ჯანმრთელობა

ყავა ქალებში კიბოს განვითარების შანსს ამცირებს

ონლაინ პორტალზე Cancer Epidemiology, Biomarkers & Prevention კვლევის შედეგები გამოაქვეყნდა. ახალი კვლევის მიხედვით, ქალბატონებს, რომლებიც დღეში 3 ფინჯან ყავაზე მეტს სვამენ, ყავის არამოყვარულებთან შედარებით კიბოს განვითარების რისკი 25%-ზე დაბალი აქვთ. მკვლევარებმა 67 470 ქალი გამოიკვლიეს. ისინი 1980 წლიდან 2006-მდე  თავიანთი კვების რეჟიმის, ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერებს აკეთებდნენ.

მკვლევარები დაზუსტებით ვერ ამბობენ ყავის სმასა და კიბოს განვითარების რისკს შორის მსგავსი კორელაციის არსებობა კოფეინის დამსახურებაა თუ სხვა ნივთიერებების. ისინი აცხადებენ, რომ ჯანმრთელ ქალბატონებს შეუძლიათ თამამად დალიონ იმდენი ფინჯანი ყავა, რამდენიც სურთ, ვინაიდან არანაირი უკუჩვენება არ არის დამტკიცებული. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ყავაში შაქრის, რძის ან ნაღების დამატებით, შესაძლოა, ყავამ სასარგებლო თვისებები დაკარგოს.

კომენტარები