სამართალდამცველებმა ლალი მოროშკინა დღეს დილით, საკუთარ სახლში დააკავეს. დღესვე მას სასამართლომ 15 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ინციდენტისთვის, რომელიც გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „ნანუკას შოუს“ ჩაწერისას მოხდა. საახალწლო გადაცემის ჩაწერისას მოროშკინამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „პრაიმ ტაიმის“ რედაქტორს თაკო ფხაკაძეს, რის შემდეგაც ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა:“ ნანუკას შოუში მოტყუებით მიმიყვანეს, მე იქ ვცემე თაკო ფხაკაძე .“
გავრცელებული ცნობებით, მოროშკინა გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ გადაცემის ჩაწერისას მას ყველაზე „უგემოვნო ქალბატონის“ ნომინაცია მიანიჭერს, ნომინაციები კი „ პრაიმ ტაიმის“ გამოკითხვის შედეგების მიხედვით გადანაწილდა. თაკო ფხაკაძემ განაცხადა, რომ მარშოკინამ მას კისრის არეში - ჩანგლით მიაყენა დაზიანება.




