რუსეთი-ირანი

რუსეთი უარყოფს ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო ხასიათს

ამ ცოტა ხნის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ საკუთარ დასკვნაში აღნიშნა, რომ ირანი მუშაობდა ბირთვულ იარაღზე.   თეირანი ამ  ბრალდებას უარყოფს  და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ   ენერგეტიკულ ხასიათს ატარებს.   ირანის პოზიციის გამყარებას  რუსეთი  ცდილობს.  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი  რიაბკოვმა განაცხადა:  "ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია სამხედრო კომპონენტის არასებობის შესახებ. მტკიცებულება იმისა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საომარი იარაღის წარმოებას მოიცავს, არ არსებობს," - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა  აღნიშნა, რომ საჭიროა  მოლაპარაკებების გზით გაქარწყლდეს  არსებული  ეჭვები და ამ მხრივ მნიშვნელოვანია  ირანმა  ატომური ენერგიის  საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდროდ ითანამშრომლოს.  

 

კომენტარები