ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალის ცენტრში ავტომანქანები დაცხრილეს

ცხინვალის ცენტრში გვიან ღამით 6 მსუბუქი ავტომანქანა და 1 მიკროავტობუსი დაცხრილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ცხინვალის დე ფაქტო სამართალდამცველმა სტრუქტურებმა გაავრცელეს. მათივე ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცხინვალის მილიციაში საჩივარი არ შესულა. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ავტომანქანები პუშკინის ქუჩის სიახლოვეს დაცხრილეს, სადაც ალა ჯიოევას მომხრეების აქცია მიმდინარეობდა. ცხინვალის ცენტრში მიმდინარე აქციის მონაწილეების თქმით კი დაცხრილული ავტომანქანები ოპოზიციის წარმომადგენლებს ეკუთნოდა. ჯიოევას მომხრეებმა ფაქტი პროვოკაციად შეაფასეს. ცხინვალელმა სამართალდამცველებმა კი განაცხადეს, რომ ბოლო დღეებში კრიმინალური სიტუაცია რეგიონში მკვეთრად გაუარესდა. ალა ჯიოევამ პროვოკაცია უწოდა 23 წლის სამხედრო მოსამსახურის სოსლან გაბუევის დაჭრის ფაქტს. ის ცხინვალის ცენტრში დანით დაჭრეს. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელების პრეტენზია ის იყო, რომ გაბუევი დე ფაქტო სახელმწიფი დაცვის სამსახურის თანამშრომლების გვერდით იდგა.

 

კომენტარები