ოკუპირებული ტერიტორიები

ევროსაბჭო ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებზე

საქართველოს საკითხებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  თანამომხსენებლებმა - კასტრიოტ ისლამმა და მაიკლ იენსენმა, შეშფოთება გამოთქვეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საარჩევნო უბნების ამოქმედების გამო.  მათ განაცხადეს: `საარჩევნო უბნების გახსნა სხვა ქვეყნის, საქართველოს,  ტერიტორიაზე, დე იურე ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა და ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.~

კომენტარები