მეცნიერება

მეცნიერები ცხოველების ქცევასა და მიწისძვრას შორის კავშირს იკვლევენ

ცხოველები მიწისძვრის მოახლოებას გრუნტის წყლების ქიმიურ შემადგენლობაში ცვლილების მეშვეობით გრძნობენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ამით აიხსნას ცხოველთა უცნაური ქმედებები მიწისძვრის წინ. მკვლევართა დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალში International Journal of Environmental Research and Public Health.

სპეციალისტებმა ბუნებრივი კატასტროფების წინ ქიმიური ცვლილებების გამოკვლევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2009 წელს იტალიის ქალაქ აკვილაში ჭაობიდან გომბეშოების დიდი რაოდენობა გაქრა  - დამანგრეველ მიწისძვრამდე რამოდენიმე დღით ადრე.

ცხოველები, რომლებიც ბუნებრივ წყალსატევებში ან მათ მახლობლად ცხოვრობენ, მგრძნობიარენი არიან წყლის ქიმიური ცვლილებების მიმართ. ამიტომ, ისინი რამოდენიმე დღით ადრე გრძნობენ მიწისქვეშა ბიძგის მოახლოებას.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს ჰიპოთეზა  ბიოლოგებსა და გეოლოგებს ერთობლივი მუშაობისკენ უბიძგებს და ზუსტ მექანიზმის გამოავლენენ, რომელიც მათ ცხოველების დახმარებით მიწისძვრის ნიშნების გამოვლენაში დაეხმარება.

კომენტარები