მუსიკა

მუსიკალური ფესტივალი კონსერვატორიაში

თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი 15-დან 29 დეკემბრამდე  მე-14 საერთაშორისო ფესტივალს “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” უმასპინძლებს. მაყურებელს საშუალება ექნება  7 კონცერტს დაესწროს, სადაც  მონაწილეობას კლასიკური, ჯაზისა და ფოლკლორული მუსიკის შემსრულებლები მიიღებენ. მათ შორის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი - პიანისტი ალბერტო ნოზე, მსოფლიო ჯაზის ვარსკვლავი - ბრედ მელდაუ, თანამედროვეობის უდიდესი პიანისტი ბორის ბერეზოვსკი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე და პიანისტი მანანა დოიჯაშვილი, კამერული ანსამბლი “საქართველოს სინფონიეტა”, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორები ლევ მარკიზი და რევაზ ტაკიძე.

ფესტივალის გენერალური სპონსორია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

კომენტარები