ევროკავშირთან თანამშრომლობა

შტეფან ფულე: მოლაპარაკებები ღრმა სავაჭრო ურთიერთობებზე მალე დაიწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის  გრიგოლ ვაშაძის განცხადებით,   თავისუფალი ვაჭრობის  ასევე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ  შეთანხმებებთან დაკავშირებით  ევროკავშირთან მოლაპარაკებებს საქართველო   ახლო მომავალში დაიწყებს .  ვაშაძე  ბრიუსელში  გუშინ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის  საბჭოს რიგით  მე-12-ე სხდომას დაესწრო. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ :  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  რადოსლავ სიკორსკი, ასევე  ევროკავშირის კომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო  პოლიტიკის  საკითხებში შტეფან  ფულე. ”ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები უფრო მყარდება. მოლაპარაკებები ეკონომიკურ ინტეგრაციასა და უფრო ღრმა სავაჭრო ურთიერთობებზე მალე დაიწყება. სავიზო საკითხებში თანამშრომლობაც კარგად მიმდინარეობს და ეტაპობრივად მივიწევთ წინ,”- განაცხადა  შტეფან ფულემ  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს შეკრების შემდეგ.

 

 

 

 

კომენტარები