ევროკავშირთან თანამშრომლობა

ვარშავაში დასრულდა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი

ვარშავაში დასრულდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი,  რომელშიც ევროკავშირისა და მის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების ლიდერები იღებდნენ მონაწილეობას.  სამიტის ბოლოს ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს განცხადება, რომელშიც გამოხატეს ღრმა შეშფოთება ბელორუსიაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის  მხრივ ვითარების გაუარესების გამო და მოუწოდეს ბელორუსიის ხელისუფლებას  დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. 30 სექტემბერს ბელორუსია აღმოსავლეთის  პარტნიორობის სამიტზე არ ყოფილა წარმოდგენილი. სამიტზე ლუკაშენკო  არ მიიწვიეს და ამის გამო მინსკმა საერთოდ უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. რაც შეეხება აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა მონაწილეებს,  პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, სამიტზე ითქვა, რომ 2011  წელს შესაძლოა დასრულდეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება უკრაინასთან , საქართველოსთან და მოლდავეთთან კი დაიწყება მოლაპარაკება  ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე .  
"საქართველო და მოლდავეთი ამ სამიტისგან მოელოდნენ  ჩვენს მიერ შეთავაზებულზე მეტს. მათ უნდა შეასრულონ ყველა ვალდებულება” განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები