ევროკავშირთან თანამშრომლობა

სააკაშვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ვარშავაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერს კეტრინ ეშტონს შეხვდა. შეხვედრა”აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტის გახსნამდე გაიმართა. გავრცელებული ცნობებით, კეტრინ ეშტონმა საქართველოს ლიდერთან შეხვედრაზე  განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მესამე ქვეყნებთან არაღიარების პოლიტიკას. ეშტონმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში გატარებული რეფორმები. 30 სექტემბერს სააკაშვილი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე სიტყვით გამოვა.

კომენტარები