ოკუპირებული ტერიტორიები

კოკოითიმ დაგმო რუსეთის დუმის არჩევნების იგნორირების მოწოდება

სეპარატისტმა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ”შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული” უწოდა მოწოდებას იგნორირებულ იქნას რუსეთის დუმის 4 დეკემბრის არჩევნები. მისი თქმით ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის 95 პროცენტი რუსეთის მოქალაქეა და მათ უნდა გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ”არჩევნები სამხრეთ ოსეთში ერთია, მეორე რუსეთის დუმის არჩევნები. ჩვენთვის არჩევნები მნიშვნელოვანია”- თქვა კოკოითიმ რეგიონის რაიონების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. მანამდე, ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ მის 13000 -ზე მეტ მხარდამჭერს განზრახული აქვს აღარ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მათ შორის რუსეთის დუმის არჩევნებში .

ალა ჯიოვამ ასევე განაცხადა, რომ ჩაშლის განმეორებით არჩევნებს, თუკი კოკოითი მის ჩატარებას შეეცდება. გავრცელდა ცნობა ვლადიკავკაზში სოსლან კოკოევის დაპატიმრების შესახებ. ის არის ალა ჯიოევას მოკავშირე, მისი საიტიდან ვრცელდებოდა ჯიოევას მიმართვა ოსი ხალხისადმი. გუშინ დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონსულტაციები ცხინვალში უშედეგოდ დასრულდა.  ბიბილოვმა ( რომლის კანდიდატურასაც ედუარდ კოკოითი უჭერს მხარს) აღიარა, რომ სიტუცია ჩიხშია შესული და დასძინა, რომ მოლაპარაკებები მაინც უნდა გაგრძელდეს.

 

კომენტარები