ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი სოციალურ ქსელში შეკითხვებს პასუხობს

მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი სოციალურ ქსელ facebook-ში შეკითხვებს პასუხობს და თავის პასუხებში მოსახლეობის სოციალური პრობლემების გადაჭრის მისეულ ხედვას აყალიბებს. ივანიშვილის აზრით , აუცილებელია კომპენსაცია უმუშევრებისთვის, თუმცა ”გარკვეული დროის შემდეგ უმუშევრებზე კომპენსაციის გაცემა უნდა შეწყდეს და უნდა წახალისდეს უმუშევარი ადამიანის მისწრაფება - იშოვოს სამუშაო, თუნდაც სეზონურ სამუშაოზე”. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ გადასახადები უნდა იყოს ადეკვატური და მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ მათი გადახდა. მისი თქმით: ” გადასახადები გადაიხედება და მათი ოდენობა ექსპერტების მიერ მიზანშეწონილობის დასაბუთების და რეალური დანახარჯების შემთხვევაში დადგინდება.”

კომენტარები