ბირთვული რეაქტორი

ისრაელი ჯერჯერობით არ აპირებს დაარტყას ირანის ბირთვულ ობიექტებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, რომ  ”მოცემულ მომენტში” ისრაელი არ აპირებს იერიშის მიტანას ირანის ბირთვულ ობიექტებზე, თუმცა ისრაელის სახელმწიფო არ გამორიცხავს  არც ერთ  შესაძლებლობას. ” ჩვენ არ გვაქვს განზრახვა მოცემულ მომენტში გადავიდეთ აქტიურ მოქმედებებზე, ჩვენს ინტერესში არ შედის ომში  ჩართვა, როცა ამის აუცილებლობა არაა.  მაგრამ , შესაძლებელია  დადგეს დრო, როცა იძულებულნი ვიქნებით შევეჯახოთ  გამოცდებს”-  განაცხადა ბარაკმა ისრაელის რადიო ეთერში. მისივე თქმით,  ისრაელის პოზიცია უცვლელია 3  პუნქტში: ბირთვული ირანი მიუღებელია, ისრაელი მტკიცეა თავის პოზიციაში ეს არ დაუშვას და  მიზნის მიღწევისთვის ტოვებს ღიას ყველა შესაძლებლობას. 

კომენტარები