გუშინ გრემის მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტების სია გამოვლინდა. ქანიე უესტმა, ყველაზე მეტი, 7 ნომინაცია მიიღო. მათ შორის საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო რეპ კომპოზიცია და საუკეთესო კოლაბორაცია. თუმცა მოულოდნელად მისი ალბომი My Beautiful Dark Twisted Fantasy, რომელიც კრიტიკოსების უდიდესმა ნაწილმა 2010 წლის საუკეთესო ნამუშევრად დაასახელა საერთოდ ვერ მოხვდა საუკეთესო ალბომების სიაში. საუკეთესო ალბომის შემქმნელის სახელისთვის ადელი, Foo Fighters, Lady Gaga, ბრუნო მარსი და რიანა იბრძოლებენ.
ადელს, ბრუნო მარსსა და Foo Fighters ქანიე უესტის შემდეგ ყველაზე მეტი 6-6 ნომინაცია აქვთ.
გრემის რიგით 54-ე დაჯილდოების ცერემონია 2012 წლის 12 თებერვალს გაიმართება.




